19 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
„საკონსტიტუციო სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით"- თამარ ქალდანი

კამპანია ეს შენ გეხებაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ხვდებიან. თამარ ქალდანთან განიხილავენ საკანონმდებლო ცვლილებებს და ინიციატივებს, რომელიც რეფორმას სამი მიმართულებით ითვალისწინებს.

ერთ-ერთი მთავარი, დამოუკიდებელი სააგენტოს ჩამოყალიბება, ერთგასაღებიანი სისტემის შექმნა და მისი ამ სააგენტოსთვის გადაცემას გულისხმობს. აქცენტი ახალ სისტემაში ინსპექტორის უფლება-მოვალეობებზე გაკეთდება.

„საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან და მასზე ზედამხედველობასთან დაკავშირებით. მთავარი პრობლემა, რომელიც სასამართლომ დაინახა, ეს იყო პირდაპირი წვდომის უფლებამოსილება საგამოძიებო ორგანოსი,“- განაცხადა თამარ ქალდანმა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის, სოფო ვერძეულის განცხადებით, ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2 დეპუტატი, ვახტანგ ხმალაძე და შალვა შავგულიძე, კანონპროექტის ინიცირებას მოახდენს.

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები