ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ავარიას 6 რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა. სამხედროების მანქანა სოფელ ყანჩახეთთან გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში ჩავარდა.
6 ოფიცერი ადგილზე დაიღუპა. 16 დაშავებული ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარიის გამომწვევ მიზეზად სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა დასახელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცხინვალში თვითმფრინავს აგზავნის. დაშავებულ რუს ოფიცრებს სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანენ.