საქართველოში ზიკას ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალურია და პანიკის საფუძველი არ არის. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ რომ საქართველო, მაღალი რისკის ქვეყნებში მოხვდა თუმცა ჯერჯერობით ქვეყანაში დაავადებული ადამიანი არ დაფიქსირებულა. მათი ინფორმაციით, ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო საქართველოში ზღვის პირა რეგიონშია გავრცელებული.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, სადეზინფექციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
„პანიკის არავითარი საფუძველი, არც მოსახლეობაში, არც ტურისტებში არ უნდა იყოს, რადგან ქვეყანას ყველა საშუალება ამ დაავადების შემდგომ გავრცელებასთან დაკავშირებით მობილიზირებული აქვს,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.