19 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდში - მოვაჭრეები გარე ვაჭრობის აკრძალვას აპროტესტებდნენ

საპროტესტო აქცია ზუგდიდში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მოვაჭრეები გარე ვაჭრობის აკრძალვას ბაზრიდან ცენტრალურ მოედნამდე მსვლელობით აპროტესტებდნენ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მოვაჭრეებმა ცენტრალური მაგისტრალიც გადაკეტეს, თუმცა პოლიციამ მათ იძულებით გზის სავალი ნაწილი დაატოვებინა.

აქციის მონაწილეების შეუძლოდ ყოფნის გამო, რამდენჯერმე სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახებაც გახდა საჭირო. პოლიციასთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, აქციის რამდენიმე მონაწილე მერის მოადგილეს შეხვდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

დღის ამბები