19 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
საკადრო ცვლილებების მორიგი ტალღა ბაღებში, რომელსაც შესაძლოა, ახალი პროტესტი მოჰყვეს

ბაღებში საკადრო ცვლილებების მორიგი ტალღა იწყება - 36-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლები პროტესტის უკიდურეს ფორმას ბაღში, სავარაუდოდ, ახალი დირექტორის მისვლის დროს მიმართავენ. ისინი ელზა უდესიანის გათავისუფლებას აპროტესტებენ.

ოფიციალური მიზეზით ის თანხის არამიზნობრივი ხარჯვის გამო გაათავისუფლეს. ყოფილი ხელმძღვანელი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

უდესიანის გარდა, თანამდებობებიდან ერთდროულად კიდევ სამი ბაღის დირექტორი გაათავისუფლეს. ყოფილი დირექტორების გარდა, მათ გათავისუფლებებს მშობლებიც აპროტესტებენ.

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობა დღეს  სამი ბაღის გათავისუფლებულ დირექტორს და მშობლებს შეხვდა. ოპოზიცია მერიის მიერ წინასაარჩევნოდ მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრობს.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გათავისუფლებების პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს.

ავტორები: ეკო მაღრაძე

დღის ამბები