ნაციონალური მოძრაობა რუსთავის თავისუფალინდუსტრიულ ზონად გამოცხადების ინიციატივით გამოდის. დღეს რუსთაველებს ის ახალი ეკონომიკური პროექტი გააცნეს, რომლის საფუძველზეც ვარაუდობენ, რომ ქალაქში, 15 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
კვლევების მიხედვით, ქალაქ რუსთავში სამუშაო ადგილების შემცირება ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამის მიზეზი მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა.
ოპოზიციის ინიციატივას არასერიოზულად აფასებენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ეს ინიციატივა წინასაარჩევნო ნაბიჯია.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.