უკვე მეორედ საქართველო პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. მაყურებელს ნაცნობ გარემოში განსხვავებული სანახაობის შესაფასებლად უკვე ხვალიდან ელოდებიან.
ერთმანეთსიგან განსხვავებული პანტომიმის თეატრების ჯგუფები საკუთარ წარმოდგენებს თბილისში 24 მაისამდე წარადგენენ.
მხოლოდ შენ - ამ სახელწოდების წარმოდგენაში სულ ორი პოლონელი და ერთი ქართველი მსახიობი ითამაშებს, სპონტანური კოლაბორაცია ამირან შალიკაშვილის მეორე პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დაიგეგმა.
ავტორი: სალომე ბენაშვილი.