20 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტის მიერ მოკლული მამაკაცი სახლში გადაასვენეს

საოკუპაციო ხაზთან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსი სამხედროს მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე გვიან ღამით, ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს.

გიგა ოთხოზორიას ორი მცირეწლოვანი (2 და 3,5 წლის) შვილი და მეუღლე დარჩა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ მათთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ მისულან და არც დახმარება შეუთავაზებიათ.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ოთხოზორიას ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ჭრილობა აქვს მიყენებული, ერთ-ერთი კი თავის არეში (საკონტროლო გასროლა).

30 წლის საქართველოს მოქალაქეს რუსმა სამხედრომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ესროლა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამი იყო.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწოდონ და მოხდეს ფაქტზე რეაგირება.

საოკუპაციო ხაზთან ახლოს მომხდარ მკვლელობაზე დაწყებულია გამოძიება, უკვე დაიკითხნენ გარდაცვლილის ნათესავებიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები