დღეს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, განათლების მინისტრსა და პრემიერმინისტრის წარმომადგენლებს შეხვდებიან აუდიტორია 115-ის წევრები.
შეხვედრაზე სტუდენტები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს წარადგენენ, საუბარია სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირების საკითხზე.
კონცეფცია, რომელიც აუდიტორია 115-მა შეიმუშავა, გულისხმობს თვითმმართველობის ინსტიტუტის გაუქმებას უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტის ჩართვას უნივერსიტეტის მართვის საკითხებში.
თვითმმართველობის რეფორმირებასთან ერთად, შეთანხმება მოხდა კიდევ ორ საკითხზე, საფაკულტეტო საბჭოების დაკომპლექტებასა და რექტორის არჩევის წესზე.