თბილისის კიდევ ერთი, 144-ე ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
მისი გათავისუფლების მიზეზად ფინანსური დარღვევები სახელდება, რასაც ბაღში არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
დირექტორის გათავისუფლება აღსაზრდელების მშობლებმა და პედაგოგებმა გააპროტესტეს, ისინი დავის სასამართლოში გაგრძელებას გეგმავენ.