20 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
ზუგდიდში საპროტესტო აქციის მონაწილე გარე მოვაჭრეებმა აქცია ქუთაისშიც გამართეს

ზუგდიდში საპროტესტო აქციის მონაწილე გარემოვაჭრეებმა ასევე საპროტესტო აქცია ქუთაისში, პარლამენტის წინ გამართეს. მათ დავით უსუფაშვილის სახელზე განცხადება დაწერეს და ზუგდიდში გარევაჭრობის დაშვება მოითხოვეს.

საპროტესტო აქცია დღეს ზუგდიდში დილიდან დაიწყო. გარემოვაჭრეები მათთვის ვაჭრობის აკრძალვის გასაპროტესტებლად, ჯერ მხარის გუბერნატორის ოფისთან შეიკრიბნენ, მოთხოვნის მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლებიდან მათ არავინ შეხვდა.

შემდეგ კი გარემოვაჭრეებმა ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ აქციის მონაწილეები ქუთაისისკენ გაემართნენ.

დღის ამბები