მე-12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. 1500-ზე მეტ სკოლაში მოსწავლეები პირველ ტესტს ქართულ ენასა და ლიტერატურაში წერენ. გამოკითხვა კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების სახით მიმდინარეობს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს განსაკუთრებით გაძლიერებულია მონიტორინგის სისტემა.
მაია მიმინოშვილი პროცესს თბილისის 133-ე სკოლაში დაესწრო.
მისი განცხადებით, საქართველოს მასშტაბით გამოცდა დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
მე-12 კლასელებმა ტესტირება 4 საგანში უნდა გაიარონ.