19 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
ობამა კონგრესს ზიკას ვირუსთან ბრძოლის ფონდის დაჩქარებულ ვადებში შექმნას სთხოვს

ბარაკ ობამა კონგრესს ზიკას ვირუსთან ბრძოლის ფონდის დაჩქარებულ ვადებში შექმნას სთხოვს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

სპეციალისტებმა პრეზიდენტს ბოლო კვლევები გააცნეს, რომლის თანახმადაც, ზიკას ვირუსი 300-მდე ფეხმძიმე ამერიკელ ქალს აღმოაჩნდა.

შეერთებული შტატების სენატმა უკვე მიიღი საკანონმდებლო ცვლილებები და ზიკასთან ბრძოლისთვის დამატებით მილიარდი დოლარი გამოყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონგრესს ანალოგიური ცვლილებების მიღებისკენ მოუწოდებს, რადგან ამ მიზნებისთვის საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ 622 მილიონი დოლარის გამოყოფას თანხმდება.

დღის ამბები