19 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა ოჯახის წევრები ილია მეორეს შეხვდნენ

ე.წ. კაბელების საქმეზე გასამართლებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ოჯახის წევრები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდნენ.

შეხვედრა მსჯავრდებულების ოჯახის წევრების თხოვნით შედგა და დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ილია მეორესთან სასაუბროდ მივიდა ირაკლი ალასანიაც.

„ნუგეშის ცემა ამ ადამიანებისთვის, დიდი სოლიდარობის განცდა, რაც საზოგადოებაშია, აქვს უწმინდესსაც და ეს შეხვედრა იქნება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. 

დღის ამბები