ე.წ. კაბელების საქმეზე თავისუფალი დემოკრატების მხარდამჭერი აქცია რამდენიმე წუთში დაიწყება. მთავარ პროკურატურასთან ამ წუთებში მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იკრიბებიან. ასევე აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობაც უერთდება.
ადგილზე იკრიბებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.
აქციის მონაწილეები ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.