ისნის რაიონის მაცხოვრებლებს შეხვდა ნიკა მელია და მათ პრობლემებს გაეცნო.
ადგილობრივების განცხადებით, უკვე წლებია, საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, გაზიფიცირებას და ყველა ოჯახში დენის შეყვანას ითხოვენ.
მათივე თქმით, დასახლებას არ ემსახურება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
„უამრავი პრობლემაა, რომელიც უკავშირდება არაკომპეტენტურობას, რომელიც პირდაპირ ბმაშია ხელისუფლებასთან. სამწუხაროდ, იმედიც არ არის უკეთესი ხვალინდელი დღის,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.