თბილისის მერმა მეტროს შეკეთებული ვაგონები დაათვალიერა. ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში ამ დროისთვის უკვე გარემონტდა 4 ძევლი და სულ იგეგმება 12 ვაგონის განახლება.
მთლიანად იცვლება ინტერიერი, იცვლება ძველი სანათები და მონტაჟდება ახალი სამართავი პულტი.
„ეს საამქრო მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ემსახურება შეკვეთების შემთხვევაში. მივყვებით ინტენსიურად მოდერნიზაციის პროექტს, რათა ის ვაგონები, რომელთაც ერთ მილიონ კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი, აუცილებელი წესით განახლდეს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.