უკვე წლებია, მარნეულის სოფელ თაზაქენთის მოსახლეობას წყლის მომარაგება და მასში ფულის გადახდა უწევს, რადგან სოფელში წყალი წელიწადში ერთხელ, ბაირამობის დღესასწაულზე მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში მოდის.
სასმელ წყალთან ერთად თაზაქენთში სარწყავი წყლის პრობლემაცაა, რაც სოფელში დამატებით პრობლემებს ქმნის. სარწყავი წყლის არქონის გამო მოსახლეობას მოსავლის მოყვანა უჭირს.
მარნეულის გამგებლის განცხადებით, თაზაქენთში წყალთან დაკავშირებული საკითხი კერძო კომპანია რუსთავის წყლის მოსაგვარებელია და სოფელში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ შეხვედრები მაისის ბოლოს არის დაგეგმილი.
რუსთავის წყალის წარმომადგენლის თქმით, თაზაქენთის მოსახლეობას წყალი დავალიანების გამო არ აქვს, ბაირამობას კი წყალს კომპანია კეთილი ნების საფუძველზე აწვდის.
ავტორი: თაკო სურგულაძე