„ისეთი დასკვნების გაკეთება, რომ ხელისუფლება ან ვინმე რაიმეს არ აკეთებს სათანადოდ, ამ მიმართებაში არის აბსოლუტურად სპეკულაცია,“ - უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება.
ზვიად კვაჭანტირაძე უსაფრთხოების არასაკმარის ზომებზე აპელირებას ოპონენტების მხრიდან სპეკულაციად აფასებს.
“ადგილობრივ მოსახლეობასაც რომ ჰკითხოთ, იქ ყველაფერი წესრიგში იყო მანამ, სანამ ეს უბედურება მოხდებოდა. ძალიან კარგია, რომ იდენტიფიცირებულია ის დამნაშავე, რომელმაც ასეთი ვერაგული მკვლელობა ჩაიდინა. აქედან ისეთი დასკვნების გაკეთება, რომ ხელისუფლება ან ვინმე რაიმეს არ აკეთებს სათანადოდ, ამ მიმართებაში არის აბსოლუტურად სპეკულაცია,“ - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე