19 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
სან-დიეგოს უნივერსიტეტი - ჰეპნერ ჰოლში ამ დროისთვის განათლებას 30 ათასზე მეტი სტუდენტი იღებს

ესპანური ნეოკოლონიური სტილით წინა საუკუნის ოცდაათიან წლებში აშენებული კოშკი სახელწოდებით ჰეპნერ ჰოლი, კალიფორნიის შტატში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი შენობაა, რომელიც ყოველწლიურად უამრავი ადამიანის ფოტოებზე ხვდება.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლებას ამ დროისთვის 30 ათასზე მეტი სტუდენტი იღებს. საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებს ქართველი და უცხოელი სტუდენტები, როგორც სან დიეგოში, ასევე ამ უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსშიც ეუფლებიან. ხდება სტუდენტების გაცვლა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელშეწყობითა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში დასაქმების მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერიის, ქიმია-ბიოქიმიის და კომპიუტერული მეცნიერების ამერიკული საბაკალავრო პროგრამები ჩამოიტანა, რომლებსაც სტუდენტები 3 ადგილობრივ სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც სან დიეგოს უნივერსიტეტის ქართულ კამპუსში, ეუფლებიან.

 

 

ავტორები: დავით ნიკურაძე, სოფო ვარდიაშვილი

დღის ამბები