ინციდენტი ახმეტაში - სოფელ არგოხში გამართული დოღის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთმა მონაწილემ პანკისელ ახალგაზრდას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ურთიერთდაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
ადგილობრივებმა პანკისელებს გზა გადაუკეტეს და არგოხიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
სიტუაცია პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 16 წლის ქისტი მოზარდი, რომელსაც სამედიცინო დახმარება რაიონულ საავადმყოფოში აღმოუჩინეს. დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილიც.