საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი აბესაძე, 17 მაისს საკრებულოში თბილისის მერის გამოსვლასა და ბოტანიკური ბაღის მიმდინარე პროცესებზე კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს.
აბესაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის არ ჰქონდა უფლება, საკრებულოს თანხმობის გარეშე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ფარულად გაეცვალა.
ირაკლი აბესაძე ბოტანიკური ბაღის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე და ამ პროცესებისთვის დახარჯულ თანხებზე საუბრობს.
„თბილისი მერი ატყუებს საზოგადოებას, რომ სივრცე დარჩება საჯარო,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ამასთან, ის დავთ ნარმანიას პასუხებს ბოტანიკური ბაღის შესახებ, „აბსულუტურ სისულელედ“ აფასებს.
„ობიექტურად, ეს არის მძიმე კრიმინალური შემთხვევა, როგორ ისარგებლა მილიარდერმა ბიუჯეტის ხარჯზე, როგორ ისარგებლა მლიარდერმა თბილისელების ქონების ხარჯზე და როგორ დააზარალა ბიუჯეტი და თბილისელები ამისთვის,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.