გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები და ახლობლები დღის ბოლოს ზუგდიდში გუბერნიის შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ შესაბამისი პასუხი გასცეს ვანდალურ მკვლელობას და მკვლელი დაისაჯოს.
"ქართული სახელმწიფოებრიობის ფეხქვეშ გათელვა" უწოდა ხურჩაში მომხდარ ფაქტს საქართველოს ანტი საოკუპაციო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა ირაკლი წერეთელმა, რომელიც ასევე გუბერნიის შენობასთან იმყოფებოდა. შეკრებილებთან შესახვედრად ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოსულან.