03 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
1.91 - ლარის ახალი ნიშნული დოლართან მიმართებით

ფინანსთა სამინისტრო ეროვნული ვალუტის გაუფასურებზე პასუხისმგებლობას არ იღებს და მედიას ამ საკითხის სხვაგან მოკითხვას ურჩევს.

სანამ ფინანსური უწყებები ურთიერთობებს არკვევენ, სავალუტო ჯიხურებში ლარის კურსი ყოველდღიურად ახალ ნიშნულს იკავებს და დღეს 1 დოლარი უკვე 1,91 ლარი ღირდა, რაც ბოლო 9 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ლარის კურსი ვარდნას განაგრძობს.

მმართველ გუნდში "ეროვნული ბანკის" კომპეტენციაზე ლაპარაკობენ. ოპოზიცია კი ლარის კურსის ვარდნას ხელისუფლების არაეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს.

ბოლო ათის წლის განმავლობაში ამერიკული დოლარის ყველაზე მაღალი ფასი 2004 წელს, 2,15 ლარი დაფიქსირდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები