19 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
ზღვის პირას ნაყიდი მიწის ნაკვეთები და მშენებლობის უფლების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა

ზღვის პირას ნაყიდი მიწის ნაკვეთები და მოსახლეობა, რომელიც უკვე სამი წელია, ნაქირავებ სახლში იმ იმედით ცხოვრობს, რომ ნაყიდ მიწაზე საკუთარ სახლს აიშენებს. თუმცა, როგორც მფლობელთა ნაწილი P.S-თან ყვება, მერია მშენებლობის ნებართვას არ იძლევა იმ მიზეზით, რომ კუთვნილებაში არსებული მიწის ფართობი სახლის ასაშენებლად  პატარაა.

გენადი ბეჟაშვილი ერთ-ერთია, რომელმაც მიწა სამი წლის წინ იყიდა. მისი თქმით, სახლის ასაშენებლად მან საკუთრებაში არსებული 2-ოთახიანი ბინა გაყიდა. თუმცა,  იმის გამო, რომ მშენებლობის დაწყების უფლებას არ აძლევენ, ქირით ცხოვრება უწევს.

უკვე 4 წელია, ოჯახთან ერთად თავს ნათესავის სარდაფს აფარებს ვანო საკარულიც. ის ყვება, რომ ბრძოლა მერიასთან კონსტიტუციური უფლების დასაცავად მიმოწერას არ გასცდა. პირადად არავინ ხვდება და არც იმას ეუბნებიან, რას ელოდოს.  სწერენ, რომ ამ ტერიტორიის გეგმაზე ჯერ მუშაობა მიდის.

კომპანია, რომელსაც მერიამ თბილისის ზღვის ახალი გეგმა დაუკვეთა, აცხადებს, რომ იქ კანონიერად მცხოვრებთა უფლებები მერიამ არ უნდა დაარღვიოს იმის მიუხედავად, თუ რის გაკეთებას აპირებს მათ მიმდებარედ.

კომპანია მერიამ კონსულტაციისთვის დაიქირავა. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, მოსახლეებს არც წყალს აძლევს და არც სხვა ადგილს სთავაზობს მიწების მფლობელებს გასაცვლელად. გენგეგმის ავტორი კი ამბობს, რომ სასტუმროები შეზღუდულად უნდა აშენდეს, თუმცა მერია მის სხვა რჩევებს უყურადღებოდ ტოვებს და, სავარაუდოდ, არც ამას გაითვალისწინებს.

 

 

ავტორები: აკაკი გოგიჩაიშვილი, გიორგი ჩიკვილაძე.

დღის ამბები