ილიაუნის სტუდენტებმა ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე სახელმწიფოს პოზიცია აქციით გააპროტესტეს. როგორც შეკრებილები აცხადებენ, ხელისუფლებას მომხდარზე მკვეთრი პოზიცია არ აქვს და მათგან ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები ისმის. შეკრებილი ახალგაზრდები მთავრობას მოუწოდებენ მაქსიმალურად ჩართონ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ კანონის სრული სიმკაცრით მოხდეს დამნაშავის დასჯა.
ილიაუნთან შეკრებილები საპროტესტო მსვლელობასაც გეგმავენ და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სახელმწიფო კანცელარიასთან აპირებენ.