19 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
ჟურნალი ივერია გამოდის - პრეზენტაცია 25 მაისს გაიმართება

ჟურნალი ივერია გამოდის. ჟურნალი ქართულ-ინგლისურენოვანი იქნება და თვეში ერთხელ გამოვა. 

ჟურნალს საზოგადოებრივი მოძრაობა ივერია გამოსცემს და მთავარი რედაქტორი კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა რურუაა.  

გამომცემელთა განარტებით, ილიასეული ივერია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება და ასევე შეინარჩუნებს იმ მიზანს, რისთვისაც თავდაპირველად შეიქმნა - საზოგადოებას აქტუალურ საკითხებზე მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია. ჟურნალში იქნება ანალიტიკური სტატიები და ვრცელი ფოტომასალა.  

ჟურნალის პრეზენტაცია 25 მაისს გაიმართება.    

დღის ამბები