19 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
სტიქია ახალციხესა და ნინოწმინდაში

სტიქია ახალციხესა და ნინოწმინდაში. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, დააზიანა ავტოფარეხები და ავტომობილები. დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც 500-მდე აბონენტს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

სტიქიამ დააზიანა ნინოწმინდის რაიონის სოფელ საღამოს მოსახლეობაც.

ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი განცხადებით, მხოლოდ ზარალის დათვლის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა სახით მოხდება ზარალის ანაზღაურება.

დღის ამბები