13 ივნისი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.
თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ შეიწირა ადამიანების სიცოცხლე, მრავალი ადამიანი დატოვა უსახლკაროდ და გაანადგურა ზოოპარკის ბინადრების უმეტესი ნაწილი.
დიდი ტრაგედიის პარალელურად, ამ დღეს ჩვენ ვნახეთ საქართველოს მოქალაქეების (და არა მარტო) ურთიერთსიყვარულის, პატივისცემის და თანადგომის საოცარი უნარი.