თსუ-ში აქცია განახლდა - აუდიტორია115-ის წევრები სტუდენტური თვითმმართველობის კაბინეტთან იმყოფებიან. როგორც სტუდენტები აცხადებენ, ისინი დაშლას არ აპირებენ.
"ჩვენ ვაპირებთ მთელი ღამის განმავლობაში აქ ყოფნას და არ მივცემთ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს იმის საშუალებას, რომ კვლავ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. უნივერსიტეტში ძალადობის ადგილი არ არის. ეს უნდა დამთავრდეს!" - აცხადებენ აუდიტორია115-ის წევრები.