19 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
"აუდიტორია 115"-ის ულტიმატუმი ხელისუფლებას - სტუდენტები თვითმმართველობის გაუქმებას ითხოვენ

აუდიტორია 115 მათი წევრის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ყოფილ პრეზიდენტს და ყოფილ ვიცე პრეზიდენტს.

ისინი ხელისუფლებას მიმართავენ და მოითხოვენ დღეს, 18 საათამდე გამოხატონ პოზიცია, თვითმმართველობის გაუქმების თაობაზე.

აუდიტორია 115-ის წევრებმა გვიან ღამით სტუდენტური თვითმმართველობის ოთახის მიმდებარე ტერიტორიაც დაიკავეს.

მომხდარ დაპირისპირებას ადასტურებენ თვითმმართველობის ყოფილი პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი, თუმცა მომხდარში აუდიტორიის 115-ის წევრს ადანაშაულებენ.

დაპირისპირება უნივერსიტეტის სააქტო დარბაზთან, გუშინ მოხდა. როგორც ამბობენ, ეს სათვალთვალო კამერითაც არის გადაღებული.

მომხდარ ფაქტზე, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ეთიკის კომისია იმსჯელებს. არ არის გამორიცხული დამნაშავეს სტუდენტის სტატუსი შეუჩერდეს.

დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა უნივერსიტეტის რექტორატმა და ადმინისტრაციამ.

დღის ამბები