საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გვიან ღამით გადაიკეტა თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი და ვარდების მოედანი.
მოძრაობა იზღუდება რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე. ავტომანქანები თაბუკაშვილის და ჭონქაძის ქუჩებზე იმოძრავებენ.
გვიან ღამით თავისუფლების მოედანზე ჯავშანტექნიკის ნაწილი განათავსეს. დღეს საღამოს აქ გენერალური რეპეტიცია გაიმართება.