მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს ამ წუთებში საპატრიარქოში.
სხდომას, რომელზეც მსოფლიო კრებისთვის სამზადისზე მსჯელობენ, კათოლიკოს პატრიარქი უძღვება.
სასულიერო პირებმა ის საკითხები უნდა გადაწყვიტონ, რომელსაც მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წარადგენს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. კონკრეტულად საკითხების სრული შემადგენლობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
სხდომა სავარაუდოდ დღის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება, რომლის შემდეგაც გასსაჯაროვდება დოკუმენტები, რომელსაც დღევანდელ სინოდის სხდომაზე ეპისკოპოსები დაამტკიცებენ.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი