საქართველოში მოქმედი მედია საშუალებების საინფორმაციო სამსახურების ხელმძღვანელებს დღეს გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენლობა შეხვდა.
გაეროს განვითარების ფონდის - დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს შეხვედრაზე მედია მონიტორინგის მეთოდოლოგია დეტალურად გააცნო.
წარმომადგენლობა წინასაარჩევნო პერიოდში 40-ზე მეტ მედია საშუალებას გაუწევს მონიტორინგს. მონიტორინგის პროცესი 20 მაისს უკვე დაიწყო და საერთო ჯამში, მის ფარგლებში, 4 ანგარიშს გამოქვეყნდება.