19 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
“ძალადობა ნამდვილად არის, თუ ცემის ფაქტს ქონდა ადგილი, ოღონდ ეს ყველაფერი არის შესასწავლი," - დარეჯან თვალთვაძე

აუდიტორია 115-ის ულტიმატუმი ხელისუფლებას - სტუდენტური მოძრაობის მოთხოვნას ჯერჯერობით ხელისუფლებას პასუხი არ გაუცია. რაც შეეხება უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დარეჯან თვალათვაძე თვალთვაძე აცხადებს,მ რომ მისთვის ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.

“ძალადობა ნამდვილად არის, თუ ცემის ფაქტს ქონდა ადგილი, ოღონდ ეს ყველაფერი არის შესასწავლი. ვიცი რომ ერთგვარი ულტიმატუმი არის გამოცხადებული. ეს საკითხი ნამდვილად არ არის  ჩვენი გადასაწყვეტი, ეს არის მთავრობის მიერ მისაღები გადაწყევტილება, ვიქრობ რომ საერთოდ ასეთი ფორმით ურთიერთობა მაინცდამაინც მოსაწონი არ არის,“ - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ.

სტუდენტურმა გაერთიანებამ დრო ხელისუფლებას პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად მისცა. ახალგაზრდები ყველა უმაღლეს სასწავლებელში თვითმმართველობის გაუქმებას ითხოვენ.

 

ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები