19 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
"ეს არის შედეგი იმ მოუგვარებელი პრობლემის, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია ქვია,"- უსუფაშვილი ოთხოზორიას მკვლელობაზე საუბრობს

ხურჩაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მომხდარი მკვლელობა არის ტრაგედია და ის არ ითვლება და არ იზომება.

„დღეს მე მგონი ჩვენ ყველა ჭირისუფალი ვართ, რადგან ასეთ შემთხვევაში არც ითვლება, არც იზომება. ეს არის ტრაგედია, რომელიც არის შედეგი იმ მოუგვარებელი პრობლემის, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია ქვია. ამ შემთხვევაში და ამის გამო ტრაგედია სიმძიმეს მეტად იღებს და არა პირიქით,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

ავტორი: ანა წერეთელი. 

დღის ამბები