ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას სამძიმარზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ. პოლიტიკოსებმა ხელისუფლება კრემლთან გარიგებაში დაადანაშაულეს.
ხურჩაში ლეიბორისტული პარტიის წევრები ჩავიდნენ.
„ის ტყვია მთელ საქართველოს ესროლეს,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
სამძიმარზე ნაციონალური მოძრაობის წევრებიც იმყოფებდონენ.
„გიგა ოთხოზორიას მკვლელობა არის სიმბოლო დღევანდელი საქართველოსი, დასუსტებული და თავჩაღუნული ქვეყნის, რომელიც ვერ იცავს მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.