19 ნოემბერი 2024,   23:19
ვრცლად
ხვალიდან ერთი თვის განმავლობაში პირადობის მოწმობის აღება უფასო იქნება

ხვალიდან ერთი თვის განმავლობაში პირადობის მოწმობის აღება უფასო იქნება. აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს ეძღვნება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა დაზუსტებას.

იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლება ყველას 17 წლის ასაკიდან. ხვალ კი იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო 26 მაისს დაბადებულ საქართველოს მოქალაქეებზე გასცემს სპეციალურ დაბადების მოწმობას.

დღის ამბები