საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
ორგანიზაციის მონაცემებით, გამოკითხული მოსახლეობის 56 პროცენტისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სასურველია იყოს უფრო მიზნობრივი და მისი ფინანსური რესურსი მიმართული იყოს უფრო მეტად სოციალურად დაუცველი ფენისკენ.
ადამინების ის კატეგორია, რომელთაც აქვთ შესაბამისი შემოსავალი მზად არიან თავად დაფარონ საკუთარი ჯანდაცვის ხარჯები. კვლევის შედეგები დღეს ჯანდაცვის სამინისტროშიც შეაფასეს.