03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
„გამოდით თბილი კაბინეტებიდან ხალხში,“ - ნიკა მელია მთავრობას მიმართავს

ნაციონალური მოძრაობის წევრი ნავთლუღის ბაზარში იმყოფებოდა. ნიკა მელია სურსათზე არსებულ ფასებს გაეცნო და ხელისუფლება ლარის კურსის განზრახ ვარდნაში დაადანაშაულა.

მელიას განცხადებით, ლარის კურსის ვარდნამ სურსათზე ფასები გაზარდა და სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სრულფასოვანი რეალიზაცია ვეღარ ხდება.

მელია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეხვდნენ მოქალაქეებს.

"სავალალო მდგომარეობაა, პროდუქცია ვერ იყიდება, ხალხი ცუდ დღეშია. მოვუწოდებ მთავრობას გამოვიდნენ თბილი კაბინეტებიდან და ნახონ, თუ რა ხდება ქალაქში,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

შეგახსენებთ რომ ლარის კურსი ამ დროისათვის დოლართან მიმართებით 1.92-ია. სურსათზე ფასი უკვე მესამე დღეა იმატებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები