19 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
"აუდიტორია 115-ის" წევრები თსუ-ს თვითმმართველობის ოთახში შეიჭრნენ

აუდიტორია 115-ის წევრები თსუ-ს თვითმმართველობის ოთახში შეიჭრნენ. მათ კარი შეამტვრიეს. იმ დროისთვის ოთახი დაკეტილი იყო და იქ თვითმმართველობის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ.

მათთან შესახვედრად ადგილზე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მივიდა. სტუდენტების თქმით, მასთან შეხვედრამ არანაირი შედეგი არ გამოიღო და, მათი განცხადებითვე, დარეჯან თვალთვაძე სტუდენტურ თვითმმართველობას ხელს აფარებს.

აუდიტორია 115-ის წევრების თქმით, გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, როგორ ცემეს თვითმმართველობის წევრებმა გუშინ აუდიტორია 115-ის ერთი წარმომადგენელი.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები