ეროვნული დღესასწაულია საქართველოში - ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ოფიციალური ღონისძიებები 11 საათისთვის გმირთა მოედანზე დაიწყება. დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივს მიაგებს ქვეყნის პრემიერმინისტრი. მოგვიანებით თავისუფლების მოედანზე ფიცს ახალწვეულები დადებენ. ფიცს საქართველოს პრეზიდენტი ჩაიბარებს.
წელს პირველად, სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი თბილისის გარდა, საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართება. ასევე პირველად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ორკესტრთან ერთად დღეს დაუკრავენ დიდი ბრიტანეთის, ლატვიისა და აშშ-ის სამხედრო ორკესტრები.
დამოუკიდებლობის დღესასწაულზე გათვალისწინებულია ავიაშოუს ელემენტებიც. თავისუფლების მოედანზე განლაგდება ქართული და ამერიკული სამხედრო ტექნიკა. საკუთარი კუთხე ექნება სხვადსხვა უწყებას - მოწყობილია 13 მეტრიანი კონსტრუქცია, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის წესებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ.