ამ დრომდე პიკეტირებული აქვთ აუდიტორია 115-ის წევრებს უნივერსიტეტში თვითმმართველობის კუთვნილი ორი ოთახი. მათ გვიან ღამის ოთახიდან ინვენტარი გამოიტანეს და იქ სასწავლო მაგიდები შეიტანეს.
სტუდენტების მტკიცებით, დღის განმავლობაში ამ ოთახებში საჯარო ლექციები გაიმართება. ოთახების დაკავება სტუდენტებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა თვითმმართველობის გაუქმების შესახებ ამოიწურა.
უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სტუდენტებს შეხვედრას სთავაზობს. უწყება განმარტავს, რომ სამინისტროსთვის სტუდენტების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.