საქართველოს საპატრიარქო პოლიტიკურ ძალებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. წმინდა სინოდის სხდომის ოქმი 25 გამოქვეყნდა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად მწუხარებაა გამოთქმული სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის გამო.
„წმინდა სინოდი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალას ურთიერთპატივისცემისა და სიმშვიდისაკენ,“ - ნათქვამია წმინდა სინოდის ოქმში.