03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია დაპირისპირების საგანი გახდა

გუდიაშვილის სახელობის მოედანი თბილისის განვითარების ფონდსა და ექსპერტებს შორის მწვავე განხილვის საგანი გახდა. ეს უკანასკნელი იმ პროექტებს შორისაა, რომლის რეაბილიტაციასაც ფონდი უახლოეს მომავალში გეგმავს.

შენიშვნების წარმოდგენას განვითარების ფონდი ექსპერტებს შემჭიდროებულ ვადებში სთხოვს. არსებული პროექტით სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გაერთიანება „თბილისის ჰამქარისა“ და „იკომოს საქართველოს“ წარმომადგენლები. „თბილისის ჰამქარი“ ტენდერის გამოცხადებას, ხოლო „იკომოს საქართველო“ მოედნის კონსერვაციის გეგმის წარმოდგენას ითხოვს.

გუდიაშვილის მოედნის ისტორიული სახის შენარჩუნების პირობას დებს ქალაქის მერი ნავით ნარმანია და აცხადებს, რომ თბილისის განვითარების ფონდი მისი თანხმობის გარეშე არ მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ დავით ნარმანიამ 2014 წლის მაისში გუდიაშვილის მოედნის გადარჩენის მეომორანდუმს მოაწერა ხელი. მოედნის რაბილიტაციის პროექტი 2007 წელს დაიწყო, ამ მიზნით მერიამ ავარიული შენობები გამოისყიდა, თუმცა აგვისტოს ომის გამო პროექტი შეჩერდა. რეაბილიტაცია აქტუალური 2012 წლიდან გახდა.  

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები