საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივს თბილისში გმირთა მოედანზე მიაგებენ. ხელისუფლების წარმომადგენლებს და რიგით მოქალაქეებს მემორიალთან ყვავილები დილიდან მიაქვთ.
მემორიალთან საქართველოს პრემიერმინისტრი მივიდა. გიორგი კვირიკაშვილმა გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მემორიალთან იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის დელეგაციის წარმომადგენლები. გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლებმა. კობა კობალაძემ აქცენტი დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე გააკეთა.
"ყველას საერთო მიზანი არის ის, რომ დამოუკიდებლობა ღირსეულად არამარტო ვატაროთ, არამედ შევინარჩუნოთ", - განაცხადა კობალაძემ.
ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი