გმირთა მოედანზე საქართველოს დამოუკიებლობის დღეს რამდენიმე აქციაც გაიმართა.
არა ოკუპაციას - ამ ლოზუნგით მემორიალთან სტუდენტები შეიკრიბნენ და ხურჩის ინციდენტი გააპროტესტეს. ახალგაზრდებმა ხელისუფლება პრორუსულ ორიენტაციაში დაადანაშაულეს.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობა გააპროტესტეს გმირთა მოედანზე ჟურნალისტებმაც, რომელთაც სამეგრელოში დღეს წასვლა ვერ შეძლეს.
აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ნაციონალური მოძრაობის ახალი სახეებიც.