19 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
26 მაისის აღსანიშნავად მსოფლიოს ცნობილი შენობები საქართველოს დროშის ფერებით განათდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მსოფლიოს ცნობილი შენობები საქართველოს დროშის ფერებით განათდება. გარდა ამისა, საზღვარგარეთ კიდევ რამდენიმე სახის ღონისძიებაა დაგეგმილი.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო სქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  ეს ღონისძიებები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელშეწყობით ხორციელდება.  

კერძოდ, 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ქართული დროშის ფერებში განათდება:  ავსტრალიის ძველი პარლამენტის შენობა, უნგრეთის ერჟებიტის ხიდი, სლოვაკეთში ქალაქ კოშიცეს მუნიციპალიტეტის შენობა და ლიუბლიანის ციხესიმაგრე, საუდის არაბეთში ელ-რიადის ყველაზე მაღალი შენობა Kingdom Tower,  ესტონეთის ბიზნესცენტრი, რომელშიც მდებარეობს საქართველოს საელჩო, სტამბოლში - ბოსფორის ხიდი, კვიპროსსა და ინდონეზიაში განათდება დედაქალაქის ტურისტული ცენტრები და ლიტვაში - კაუნასის ცენტრალური ღირშესანიშნაობა, ქრისტეს აღდგომის ტაძარი.

ასევე, საქართველოს გიგანტური დროშა გამოიფინება ვილნიუსის ცენტრალურ ადგილზე, მდინარე ნერისის სანაპიროზე და ასევე ჰაერში გაუშვებენ საქართველოსა და ლიტვის დროშების ფერებში მოხატულ ფრანებს.​ 

საბერძნეთში გაუშვებენ საქართველოს დროშის ფერებით მოხატულ საჰაერო ბურთებს. კანადაში აღიმართება საქართველოს დროშა. ყაზახეთში დედაქალაქის მასშტაბით განთავსებულ  ბანერებზე გამოსახული იქნება საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები. დუბლინის ცენტრში 25-დან 30 მაისის ჩათვლით გამოიფინება საქართველოს დროშები. 

ბელგიაში დედაქალაქის მთავარი სიმბოლო - მანეკენ პისი, შეიმოსა ქართულ ეროვნულ სამოსში. მოლდოვაში იგეგმება ქალაქის ცენტრში მდებარე ტრიუმფალური თაღის განათება. ბრაზილიაში, კორკოვადოს მთაზე, მსოფლიო დროშების ხეივანში უკვე აღიმართა საქართველოს დროშა.

 

დღის ამბები