02 ოქტომბერი 2024,   02:43
ვრცლად
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - მილოცვები სოციალურ ქსელში

ევროპის სახალხო პარტია (EPP) საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. განცხადება მათ twitter -ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს. 

ცოტა ხნის წინ დამოუკიდებლობის 25 წელი საქართველოს მოქალაქეებს მიულოცა ევროპაში ამერიკის მისიამ. მათაც განცხადება Twitter -ზე გაავრცელეს. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა SkyNews-ის ჟურნალისტმა. მან საკუთარ Twitter -ის ოფიციალურ გვერდზე ფოტოც გამოაქვეყნა. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. უწყების Twitter -ის ოფიციალურ გვერდზე მილოცვასთან ერთად საქართველოსა და ლატვიის დროშების სურათები გამოაქვეყნეს. 

ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ ევრომაიდნის მონაწილეები. მათ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ქართველი და უკაინელი სამხედროების ერთობლივი ფოტოც გამოაქვეყნეს. 

საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის დამოუკიდებლობის 25 წელს ულოცავს თურქეთის საელჩო თბილისში. მათ შესაბამისი განცხადება Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ ლონდონში უკრაინის საელჩოს თანამშრომლები. მათ განცხადება საქართველოს დროშის ფოტოთი რამდენიმე წუთის წინ Twitter-ზე გაავრცელეს. 

 

 

დღის ამბები