სახალხო სეირნობა რუსთაველის გამზირზე დილიდან დაიწყო. ჯერ კიდევ ოფიციალურ ნაწილამდე სტენდებთან მოქალაქეების ხალხმრავლობა იყო. სხვადასხვა უწყებების მიერ წარმომადგენელი სტენდები და პრეზენტაციები დაათვალიერეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებმაც.
„ჩვენი დამოუკიდებლობა ყოველთვის იდგა ჩვენი წინაპრების მუდმივ ბრძოლაზე თავისუფლებისთვის. თავისუფლებისთვის ბრძოლა არის რთული და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყოველთვის გადამწყვეტი იყო სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე და, მათ შორის, ქართული არმიის სიძლიერე,“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.